Friday, July 8, 2011

ჩემი სოფელი

პროექტის სახელი: ჩემი სოფელი
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი სოფლის ისტორიას და ქმნიან სოფლის მატიანეს.

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები იძიებენ საკუთარი სოფლის შესახებ ინფორმაციას,  კერძოდ:სოფლის ადგილმდებარეობას, რელიეფს, ბუნებრივ სიმდიდრეს, ადათ– წესებს, ფოლკლორს, ადგილობრივი მოსახლეობის გვარების წარმომავლობას, სკოლის ისტორიას, სოფლის ტოპონიმიკას,  სოფლის  სახელწოდების  წარმოშობას,  სოფლის ღირსეული პიროვნებების ცხოვრებას, კულტურულ ძეგლებს და ა. შ. იღებენ ინტერვიუებს იმ პიროვნებებისგან, ვინც ფლობენ ინფორმაციას საკვლევი თემის ირგვლივ. აგროვებენ  სურათებს  ალბომისათვის.
მოსწავლეთა ასაკი:12–13–14 წელი.
ვადები: 4 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები:  გაზეთების  ფოტო და მასალის მოძიება, კითხვარების შედგენა, ინტერვიუების აღება ან ჩაწერა, სურათების გადაღება, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაცია,  ბლო–გის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები: ელექტრონული ჟურნალი. ბუკლეტი .მოსწავლეების, სოფლის ახალგაზრდობის , მოსახლეობის ჩართვა, ვებ–ბლოგები.
სარგებელი სხვებისათვის:სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობა,სოფლის მოსახლეობა, საზოგადოება  უკეთესად გაიცნობს  სოფელს ,მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ასევე თავადაც გაეცნობიან სხვა სოფლების ისტორიას.           
სამუშაო ენა:ქართული.
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს უმუშავდებათ  კვლევის უნარ–ჩვევები.განუვითარდებათ წერის, კითხვის, მოსმენის და საუბრის კულტურა.ისწავლიან პროექტზე მუშაობას,უკეთესად გაერკვევიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პტოექტის ფასილიტატორის სახელი:ნარგიზ ბაზიარი.
პროექტის ფასილიტატორის ელ– ფოსტა:
ნარგიზი ბაზიარი:nargizbaziari@gmail.com